24, მაისი 2019 17:10:00
,,ნუ დავტოვებთ ემიგრანტებს სახლის გარეშე“ - ლოზუნგით 300-მდე დაზარალებულმა მენაშენემ მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი წლებია თამარის დასახლებაში სამშენებლო კომპანია სვეტის მიერ დაწყებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას ელოდებიან. მენაშენეებს შორის არიან უცხოეთის მოქალაქეებიც. ისინი მერის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ . შეგახსენებთ, რომ 2018 წელს კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები, მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე დააკავეს.